გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-15 ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" გასვლაზე "კაიზერსლაუტერნს" ესტუმრა და 3:1 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელი სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა.
Sofascore-მ ბუდუს დღევანდელი ასპარეზობა, 10-ბალიანი სისტემით, 6.4 ქულით შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს და ჩემპიონატის საუკეთესო თანამბომბარდირია.