მანჩესტერ სიტიმ კაილ უოკერი სათასო შეხვედრის განაცხადს მიღმა დატოვა, ამან კი ჟურნალისტების შეკითხვები გააჩინა.
როგორც შემდგომში პეპ გვარდიოლამ თქვა, კაილ უოკერმა სხვა გუნდსა და ჩემპიონატში თამაში თადადვე მოითხოვა, რაც ნიშნავს, რომ მისი და სიტის გზები იყრება.
ამ მომენტისთვის ფეხბურთელით ყველაზე მეტად მილანი ინტერესდება, თუმცა კონკრეტულ წინადადებაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა.
კაილ უოკერი პრემიერ ლიგაში უკვე ძალიან დიდი ხანია თამაშობს. ინგლისის ლიგაში მარჯვენა მცველს ჯერ კიდევ 2009 წლიდან ვხედავთ.