WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

44

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, კოორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე:

 ახლა მოგაწვდით დეტალურად ინფორმაციას, როგორ ხდება თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდება და შემდეგ როგორ ხდება უკვე ამ პროდუქტების მიტანა ბავშვებამდე.

​მოკლედ, პირველი ეტაპი ეს არის ტენდერის ჩატარება საკვებ პროდუქტებზე და ამ ტენდერს ატარებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო. ტენდერის ჩატარების შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან კონკრეტული საკვები პროდუქტების მიწოდებაზე და სხვადასხვა კომპანიები იმარჯვებენ იმიტომ, რომ საკვები პროდუქტები დაყოფილია სხვადასხვა ჯგუფებად — ეს არის ბურღულეული, ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, რძის პროდუქტები და ასე შემდეგ.

​როდესაც უკვე ტენდერი ჩატარებულია და ხელშეკრულება გაფორმებულია, მთლიანად პასუხისმგებლობა უკვე გადადის თბილისის მერიის ბაღების სააგენტოზე გამომდინარე იქიდან, რომ ბაღების სააგენტო ვალდებულია აკონტროლოს უკვე პროდუქტების მიწოდების ვადები და ხარისხი. ხოლო უკვე მიწოდებულ პროდუქტებს ადგილზე ამზადებენ მზარეულები საბავშვო ბაღში.

​ანუ, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როდესაც უკვე გამოვლენილი იქნება გამარჯვებული, უკვე პროდუქტების მიწოდებაზე, პროდუქტების დამზადებაზე და ბავშვებამდე მიტანაზე პასუხისმგებლობა აქვს თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ეცადოს კალაძემ პასუხისმგებლობის აცილება, პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ბაღების სააგენტო არის მერიის სტრუქტურული ერთეული და მერია არის პასუხისმგებელი საბავშვო ბაღებში ბავშვების კვებაზე.

“კალაძე, აქ მომზადებულ საჭმელს შეჭამ?” – ბესიკ.დონაძე