კალაძის ბანერების „დაზიანების“ ბრალდებით მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში ელენე ხოშტარია დააკავეს

2 hours ago 1
Tbilisi Mayor Kakha Kaladze's election banner on Rustaveli Avenue with the

ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან საპროტესტო წარწერები გაუკეთა თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერებს. პარტია „დროამ“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიყავთ იგი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებს, სავარაუდოდ, პოლიციელებს, სახლიდან მანქანით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

14 სექტემბერს პოლიტიკოსმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე განთავსებულ კალაძის ბანერს „რუსულ ოცნებას“ აწერს. მოგვიანებით მან ასევე გააზიარა კალაძის კიდევ ერთი ბანერის ფოტო წარწერით „რუსი“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა