WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

„მეზობლებმა სუნი იგრძნეს … კამერებში როგორც ჩანს ბოლოს 23 აგვისტოს შევიდა სახლში” – თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს” – ამბობს მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი იყო, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა. TikTok-ზე თავდაპირველად რელიგიურ და საგანმანათლებლო თემებზე აქვეყნებდა ვიდეოებს, თუმცა მოგვიანებით მისი მთავარი გზავნილი ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობისა და ურთიერთობის აღდგენა გახდა.