16
ირაკლი კობახიძემ “ეროვნული ფასეულობების დაცვის” მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა და თქვა:
“ჩვენ ამ კანონპროექტზე როგორც ასეთი ჯერ არ გვიმსჯელია, ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ.
თქვენ იცით რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის და ამისათვის იქნა მიღებული შესაბამისი კანონები და თქვენ იცით, რომ ესეც კი გააპროტესტეს.
კანონი, რომელიც ემსახურება სიძულვილის თავიდან არიდებას ჩვენი საზოგადოებისთვის, ესეც კი ღიად გააპროტესტეს. ვინც გააპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან, ხელოვნურად თესავენ სიძულვილს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში.
რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების შეურაცხყოფას,საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფას, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი, კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და მათი დაკვეთის არსი არის მარტივი – მათ უნდა სცადონ ჩვენი ეროვნული იდენტობის შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, რა თქმა უნდა, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა.

4 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·