,, კარგად დაიმახსოვრეთ:- მცდელობა, ჯარს მიეწოდოს არასწორი განმარტება რიგ საკითხებზე, მორალური დანაშაულია და შესაძლოა სამართლებრივშიც გადაიზარდოს!” – მარი საბიაშვილი

2 days ago 7

ადვოკატი, ,,ვემსახურები საქართველოს” დამფუძნებელი, მარი საბიაშვილი:

,,ყურადღება!!!

თვეებია ვხედავ, არასახელმწიფოებრივი ძალები როგორ ცდილობენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების და ჯარის ამბოხებას…

დავალების ფარგლებში დაიწყო კიდეც ე.წ პეტიციების მომზადება, რაც ვიხილეთ.. ამაზე კომენტარიც მქონდა და აღარ განვმეორდები..

თუ სწორად მახსოვს, პეტიციაზე ხელმომწერთა რიცხვი, არ აღემატებოდა 55 კაცს, რაც პროპორციულად ძალიან მცირეა, უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობაზე..

ახლა ახალი ტალღა დაიძრა და ინტენსიურად ზიარდება უწყების წარმომადგენლების განცხადებები/მიმარვები, რაც ისევ და ისევ, ემსახურება უწყებაში ამბოხის მოწყობის
მცდელობას, სხვა თანამშრომლების აყოლიებას, უწყების ჩამოშლას, რათა თავდაცვა და ზოგადად ჯარი, არასახელმწიფოებრივი დესტრუქციული ძალებისთვის, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მოცემულ შემთხვევაში, ხელსაყრელი, პირდაპირი სამიზნე ობიექტია

როცა საკითხი ეხება აგვისტოს ომს და თავდაცვას, სამანიპულაციოდ იდეალური შესაძლებლობა მიეცათ..

არაერთხელ მითქვამს, რომ უწყებაში უამრავი ადამიანი მუშაობს და მსახურობს, შესაბამისად, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება..
* ვიღაცას აუცილებლად ექნება განსხვავებული პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
* ვიღაც საჯაროდ გამოხატავს აზრს
* ვიღაც განაწყენებულია უწყებაზე ან/და თანამდებობის პირზე
* ვიღაც არ დააწინაურეს
* ვიღაცას ოპოზიციური განწყობა აქვს და არ მოსწონს ხელისუფლება
* ვიღაც სულაც სპეციალურად, დავალების ფარგლებში მოქმედებს და აშ..

ეს ყველაფერი გასაგებია..თუმცა…

მიზანმიმართულად გავრცელებული მესიჯები :

“ომის დაწყებას საქართველოს აბრალებენ”..
”გენერლებს თავზე უვლიან და შეურაცხყოფენ”..
,,გმირებს შეურაცხყოფენ”

ანუ, მანიპულაცია გმირებით და გენერლებით, სამხედრო პირებით.. აგრეთვე,

,,ისრების ჯარისკენ გადამისამართება”, —თითქოსდა კომისია ჯარს რამეში ადანაშაულებს, არის არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც ემსახურება ერთის მხრივ სრულიად საზოგადოებაში, ხოლო მეორეს მხრივ უწყებაში დასაქმებულთა შეცდომაში შეყვანას, რათა გამოიწვიონ პროტესტი და მიაღწიონ მიზანს- —ჩამოშალონ უწყება..!!

მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ემოციურ მიმართვებს, დესტრუქციული ძალები სწორედ ამისთვის იყენებენ..
არ მინდა დავიჯერო, რომ თანამშრომელთა მიმართვებიც მიზანმიმართულად ამას ემსახურება.. მინდა მჯეროდეს, რომ მათზე სწორედ მანიპულაციებმა იმოქმედა და მათ მხოლოდ გულწრფელი ემოცია გამოხატეს, რაც სამწუხაროდ, აგრეთვე გამოყენებულია ამ ძალების მიერ, საზოგადოებასა და თავდაცვაში დასაქმებულებზე, ემოციური ზემოქმედების მოსახდენად..

ჩვენი ერთადერთი მიზანი, უნდა იყოს დაცვა და სტაბილურობა, ამიტომ აუცილებელია გავაგრძელოთ ერთიანობის, სოლიდარობის და სამშობლოს სუვერენიტეტისათვის ერთიანი სვლა.

კარგად დაიმახსოვრეთ:- მცდელობა, ჯარს მიეწოდოს არასწორი განმარტება რიგ საკითხებზე, მორალური დანაშაულია და შესაძლოა სამართლებრივშიც გადაიზარდოს!

ამ ქმედებით, ეს ძალები მხოლოდ მტრის საქმეს ემსახურებით.. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფსევდოპატრიოტებს გაწყობთ დასუსტება ქვეყნის მთავარი უსაფრთხოების გარანტის, საქართველოს უდიდესი სიმტკიცისა და სიძლიერის- ჯარის! …..
რასაც ვერ მოესწრებით და არ გამოგივათ

ჯარი დგას იქ, სადაც უნდა იდგეს !!!!
ქვეყნის მშვიდობის სადარაჯოზე !!!“

სრულად წაკითხვა