ბონდო მძინარაშვილის ირონიული შეფასებები ოპოზიციის მიმართ, კონკრეტული ფაქტების შეხსენებით:
“ისე, არსად გამთქვათ და, კარგად კი აბოთავა სალომე ზურაბიშვილმა ნაცსექტანტები. 😂
ოთხი თარიღი დაკიდეს:
🔴 ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიღება;
🔴 პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა;
🔴 პრეზიდენტის არჩევა;
🔴 პრეზიდენტის ინაუგურაცია.
და ოთხივეჯერ ათოხლა!
ზურაბიშვილთან შედარებით, დანარჩენი რადიკალები ჩვეულებრივი ცხვრები არიან, თუ გაცხარდებიან, ცხარეებიც, მაგრამ მაინც ცხვრები.
ვინც წლების მანძილზე აგინებდა, სწორედ ისინი დააყენა ორბელიანების სასახლის წინ და სულ “ბეეე-ბეეე” აძახებინა.😂
ბოლოს დაუბარა, ბევრი ვეცადე თქვენთვისაო და, რაც თავისთვის გამოუვიდა, იმასაც ვნახავთ მალე😉“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.