WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, Facebook გვერდებსა და ჯგუფებში გააქტიურებული იმ კამპანიების შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით, თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ეკონომისტმა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ასეთი გაფრთხილება უფრო ადრეც უნდა გაკეთებულიყო:

კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება ფინანსური პირამიდების შესახებ, რომელშიც ჩვენი ათასობით მოქალაქეა ჩართული და დიდძალ ფულს დებს.

მსგავსი პირამიდები მოქმედებს როგორც კლასიკური ფორმით, ასევე კრიპტოაქტივების რეალიზაციის სახით.

ეს გაფრთხილება უფრო ადრე უნდა ყოფილიყო. რას ელოდნენ, ჩემს მოწოდებას (რომელიც სამი დღის წინ გავაკეთე)?” – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: რამდენიმე დღის წინ რომან გოცირიძემ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე გაავრცელა გამაფრთხილებელი ინფორმაცია-განმარტებები.