კარდინი „ოცნების“ წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს

3 days ago 1

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირების საჭიროებაზე საუბრობს.

„უკრაინის ბრძოლა არის ასევე ბელარუსის დემოკრატიული ძალების და ქართველი ხალხის ბრძოლა. ამ გულადმა ერებმა ნათლად აჩვენეს, რომ სურთ დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. [..] გვერდზე უნდა დავუდგეთ ქართველებს, რომლებიც იცავენ კონსტიტუციაში აღბეჭდილ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, “ქართული ოცნების” ძალადობრივი რეპრესიების მიუხედავად. ფინანსური სანქციებით უნდა ვუპასუხოთ მათ, ვინც გეგმავს და ახორციელებს ამ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, — ნათქვამია განცხადებაში.

კარდინის გარდა, განცხადებას ხელს აწერენ ესტონეთის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ესპანეთის და უკრაინის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ან/და მათი მოადგილეები.

სრულად წაკითხვა