მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბუდუ ზივზივაძის კარლსრუესთან გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ეწურება და ცხადია გერმანულ კლუბს ქართველი ფორვარდის შენარჩუნება სურს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კარლსრუე ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს აფორმებს, რომელიც 2-წლიანი იქნება და ცხადია უკეთესს ანაზღაურებას მოიცავს.
როგორც იწერება, ზივზივაძის ამჟამინდელი ანაზღაურება ყოველწლიურად 450 000 ევროა.
ცნობისთვის, ბუდუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში თავი 11 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.