WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

5

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კაცი კასპის ,,მედალფას” კლინიკაშია გადაყვანილი.

“მდგომარეობა საყურადღებოა, მისი მდგომარეობა ექიმმა უკეთესად იცის. როგორც ვიცით, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გადაუღებენ ,,კატეს” და კიდევ ერთხელ დააკვირდებიან სიტუაციას” – უთხრეს გამოცემას ,,მედალფას” კასპის ფილიალში.