შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა კასპის რაიონული სამმართველოს შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
კასპში, კოსტავას ქ. N71-ში მდებარე პოლიციის შენობის რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ, 62 408 ლარი დაიხარჯება. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს “ჯანიმ”.
აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ჰამლეტ ლამაზოშვილია. კომპანია დუშეთის რაიონის სოფელი უნდილაანთკარშია რეგისტრირებული. იგივე კომპანიას წარსულში აქვს მოგებული შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის და ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერები.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადების პროცესი, რის შემდეგაც კომპანია “ჯანი” შენობის რეაბილიტაციას დაიწყებს.