๐Ÿฆ† แƒ™แƒแƒกแƒžแƒ˜แƒฃแƒ แƒ˜ แƒจแƒฃแƒ แƒ—แƒฎแƒ˜ (Tetraogallus Caspius)

1 month ago 85

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით ქათმისნაირ ფრინველებს შორის ყველაზე დიდი – კასპიური შურთხი:

❓🦆 იცოდით, რომ საქართველოში გავრცელებულ ქათმისნაირ ფრინველებს შორის ყველაზე დიდი სწორედ კასპიური შურთხია? ბევრს ის შესაძლოა არც კი უნახავს, რადგან ეს საოცარი ფრინველი საცხოვრებლად ადამიანებისგან შორს, მაღალ მთებს ირჩევს.

საქართველოში კი მას სამხრეთ-დასავლეთით, მცირე კავკასიონზე შეხვდებით (დაფიქსირებულია მესხეთის, შავშეთისა და ერუშეთის ქედებზე).

კასპიური შურთხი ალპინისტების ნამდვილი მეზობელია! ის ალპურ და სუბალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1800-3000 მეტრ სიმაღლეზე ბინადრობს. საცხოვრებლად ირჩევს ღრმა ხეობებსა და კლდე-ღორღიან ადგილებს, იშვიათად კი, ბუჩქნარებსაც სტუმრობს.

მამრი ინდივიდები დაახლოებით 2.5 კილოგრამს იწონიან, ხოლო მდედრები – 1.8-2.3 კგ-ს. საინტერესოა, რომ მათში მკვეთრად გამოხატული დიმორფიზმი (სქესობრივი განსხვავება) არ გვხვდება. მდედრიც და მამრიც ერთმანეთის მსგავსი, მოკრძალებული ნაცრისფერი შეფერილობით ხასიათდებიან, რაც კლდეებში იდეალური ნიღბვის საშუალებას აძლევთ.

მათი შეწყვილება აპრილში იწყება. მდედრი კვერცხებს გვიანი აპრილიდან მაისამდე დებს პირდაპირ ალპურ ან სუბალპურ კლდეებზე მოწყობილ ბუდეში.

แƒกแƒ แƒฃแƒšแƒแƒ“ แƒฌแƒแƒ™แƒ˜แƒ—แƒฎแƒ•แƒ