კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა – როთი

1 day ago 6

პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როთი მიიჩნევს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნებიდან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებია.

„ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთომ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“ , – წერს როთი.

სრულად წაკითხვა