კაცი, რომელიც ზურა ჯაფარიძეს ავტომობილით დაეჯახა, იდენტიფიცირებულია

1 week ago 34

პოლიციამ იცის იმ კაცის ვინაობა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ზურა ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილების დროს ავტომობილით დაეჯახა. ის დაკავებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით: კაცს, რომელიც ჯაფარიძეს დაეჯახა (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა) ჯარიმა, შინაპატიმრობა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღეს, 15 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცონერ პოლიტიკოსს დედაქალაქში სკუტერით გადაადგილების დროს ავტომობილი საბურთალოს ქუჩაზე დაეჯახა. ის კლინიკა „მედი ქლაბში“ რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

„სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ. პ.ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ რუსეთი რომ იტ&&ვნება, ეგეც მახსოვს“, - დაწერა ჯაფარიძემ „ფეისბუკში“.

ზურა ჯაფარძეს, რომელმაც მოგვიანებით ვიდეო ჩაწერა, სახესა და ხელზე დაზიანებები, ნაკაწრები ეტყობოდა.

სრულად წაკითხვა