,, კაცი, რომელიც ყველაფერს ყიდდა სინდისის გარდა, ბატონი ბენდუქიძე, აღმოჩნდა აურაცხელი, დიდი ქონების პატრონი” – წულუკიანი

1 week ago 5

224

თეა წულუკიანმა საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე განაცხადა:

,,შევისწავლეთ აგრარული უნივერსიტეტისსაქმე, სადაც გამოიკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, კაცი, რომელიც ყველაფერს ყიდდა სინდისის გარდა, ბატონი ბენდუქიძე, აღმოჩნდა აურაცხელი, დიდი ქონების პატრონი, რომელიც თავის დროზე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა”.

წულუკიანმა ასევე ისაუბრა, საქართველოს უნივერსიტეტზე, მისი თქმით, შეისწავლეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე – “ეს ის სახელმწიფო ქონებაა, რომელიც სააკაშვილისა და მისი გარემოცვის წყალობით, ხელში ჩაიგდო მისმა დედამ, ქალბატონმა გიული ალასანიამ” – თქვა წულუკიანმა.

სრულად წაკითხვა