1
„ბავშვებს, არასრულწლოვნებს მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. მე მგონი, ეს ადამიანი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან არის გამოსული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, ბავშვებს, არასრულწლოვნებს მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. მე მგონი, ეს ადამიანი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან არის გამოსული.
იმიტომ, რომ ის ქმედებები, რასაც მისი მხრიდან ვხედავთ, წარმოუდგენელია. ეს პირდაპირ იმაზე მეტყველებს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს არ წარმოადგენს და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს.“ – განაცხადა კახა კალაძემ.