წაკითხვა: 68
კახა კალაძე ბოდიშს უხდის იმ ამომრჩეველს, ვისაც 2018 წელს, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა სთხოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, მე ამაზე არასდროს არ მისაუბრია და ახლა, თავს ვაძლევ უფლებას ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, რომელიც სიძულვილით, ბოღმით, ემსახურებოდა და ემსახურება არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს.მადლობა ღმერთს, რომ 2025 წელს არა ის, არამედ ახალი პრეზიდენტი მოულოცავს საქართველოს მოსახლეობას”- განაცხადა კახა კალაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს