„გიდასტურებთ ქართველი ხალხის და პირადად ჩემს პატივისცემას საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მიმართ. მინდა, გისურვოთ წარმატებები საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის“, - უთხრა მერმა ელჩს, თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.
ელჩმა კურტომ თქვა, რომ პატივს სცემს საქრთველოს კულტურას, ისტორიასა და რელიგიას:
„პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო მთაწმინდის მონახულება. ეს არის ჩემი პატივისცემის გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ. ულამაზესია თბილისი და იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო გალამაზდება“.
ოლივიე კურტო 2025 წლის 1 სექტემბრიდან საფრანგეთის ელჩია საქართველოში. 31 აგვისტოს ჩათვლით ამ თანამდებობას იკავებდა შერაზ გასრი.

2 weeks ago
13







English (US) ·
Georgian (GE) ·