კეხიჯვრის საბავშვო ბაღის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

4 hours ago 2

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღის დირექტორმა მადონა ჩიბირაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მან გათავისუფლების შესახებ განცხადება დღეს დაწერა.

“ძალიან, ძალიან დიდი ხანია არმინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა და ერთადერთი რაც მაკავებდა ესაა თქვენი, ჩემი პატარების სიყვარული. მიჭირს მათთან განშორება, მაგრამ მჯერა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, სულ პატარა წვლილს მაინც შეიტანს მათი ბედნიერი, უზრუნველი, ნათელი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. ჩემო პატარებო მე ხომ გასწავლეთ რომ ზღაპრის ბოლო კეთილია?”, – წერს სოციალურ ქსელში ჩიბირაშვილი. 

მას კეხიჯვრის საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობა 5 წელი ეკავა. გადადგომის გადაწყვეტილება კი ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყებისას მიიღო.

პროევროპულ აქციებს ჩიბირაშვილი ქარელშიც შეუერთდა და აღნიშნა, რომ შვებულების დასრულების შემდეგ, საჯარო სამსახურს დატოვებდა.

სრულად წაკითხვა