კვარა ფინალშია! – რა შეფასება მიიღო ქართველმა არსენალთან მატჩში?

1 day ago 6

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,არსენალს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცა. შედეგად, პარიზელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

,,პსჟ-ის” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ხვიჩამ Whoscored-სგან 7,1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა კარისკენ ერთხელ დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა. კვარამ 21-დან 9 დუელი მოიგო და 18-დან 15 ზუსტი გადაცემა გააკეთა (83%).

6,8 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Sofascore-მა, 7,2-ით კი – Flashscore-მა.

,,პარი სენ ჟერმენის” მეტოქე მიუნხენურ ფინალში, რომელიც 31 მაისსაა ჩანიშნული, ,,ინტერი” იქნება.

წყარო: belive.ge

სრულად წაკითხვა