"კვარას ამ გოლზე ისე ვიყვირე, რომ ცოლი გავაგიჟე" - არიგო საკი

20 hours ago 3

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ გამოცემა "Il Mattino"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან "ნაპოლი" მიმოიხილა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება:

"როდესაც კვარაცხელიამ იუვენტუსს გაუტანა ვიყვირე. ჩემი ცოლი გაკვირვებული და შეშინებული მეძახდა: "არიგო, რა ხდება?“

მე სიტყვა იღბალი უბრალოდ წავშალე, მას არ ვიყენებ. იცით რა თქვა სენეკამ? (რომაელი ფილოსოფოსი) არ არსებობს იღბალი, არსებობს მხოლოდ ნიჭი, რომელიც ხვდება შესაძლებლობას. იტალიაში მე გაოცებული ვარ ორი ფეხბურთელის სიძლიერით - კვარაცხელია და ლობოტკა“

სრულად წაკითხვა