როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 23 წლოს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ხვიჩა ახალ გუნდში წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს. გამოდის რომ, ქართველი მოთამაშის თვიური ხელფასი 750 ათასი ევრო იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვარაცხელია პსჟ-ში ბონუსებით დაახლოებით 2 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობისთვის, კვარამ “ნაპოლიში” მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.