“კვარას ძალიან გაუხარდა, გაიქცა და ჩაეხუტა“ - უცნობი ისტორია კვარაზე

17 hours ago 6

ნაპოლის ერთ-ერთი გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უცნობ ისტორიას იხსენებს:

"ხვიჩას შესახებ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ქართველი ქალი, რომელიც მომვლელად მუშაობს, მივიდა სასტუმროსთან, სადაც ნაპოლის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი შუაღამისას მოხდა. ქალბატონმა ხვიჩას სახელის ყვირილი დაიწყო.

კვარას ძალიან გაუხარდა, სასტუმროდან გამოვიდა, ქალბატონისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. აი, ასეთი ბიჭია ხვიჩა კვარაცხელია" - თქვა ნეაპოლური გუნდის გულშემატკივარმა.

სრულად წაკითხვა