„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხზე ისაუბრა :
„კვარას წარმომადგენლებს შევხვდით და ვილაპარაკეთ. ამ მომენტისთვის, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე საუბარი არ გვინდა, რადგან მიმდინარე სეზონზე ვართ ორიენტირებული. სეზონის დასრულების შემდეგ, ვისაუბრებთ.
მას კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ორი წლით აკავშირებს და გვინდა, მოედანზე მაქსიმალურად ფოკუსირებული იყოს. გვსურს, კვარაცხელია დავაჯილდოოთ და ამ საკითხთან მიმართებით, მშვიდად ვართ“. – ამბობს გუნდის სპორტული დირექტორი.
Post Views: 1