"კვარაცხელია "ნაპოლიში" უნდა დარჩენილიყო" - ანზორ კავაზაშვილი ტრანსფერს ეხმაურება

6 hours ago 1

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან პარის სენ-ჟერმენში ტრანსფერს ეხმაურება.

"კვარაცხელიამ ნაპოლის მიმართებაში სპორტული ნდობის პრინციპი დაარღვია. იტალიურ გუნდში გადასვლამდე ის იყო უცხო ფეხბურთელი, შემდეგ მან გაიბრწყინა, მაგრამ ხვიჩას ბოლომდე არ შეუსრულებია ის ვალდებულებები, რომელიც "პარტენოპეის" წინაშე გააჩნდა. რა იქნებოდა სწორი? მიმდინარე სეზონის ბოლომდე "ლურჯებში" დარჩენა.

"ნაპოლი" სერია ა-ს ლიდერია, ქართველი შემტევი კი "პარის სენ-ჟერმენში" გადავიდა. ვვარაუდობ, რომ ყველაფერი ფულმა გადაწყვიტა. ფრანგულმა კლუბმა მას შესთავაზა იმდენი, რომ უარის თქმა შეუძლებელი აღმოჩნდა"

- ამბობს კავაზაშვილი.

სრულად წაკითხვა