კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა – რა შეფასება მიიღო ხვიჩამ ასტონ ვილას წინააღმდეგ ?

1 week ago 11

ხვიცა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე ასტონ ვილა საკუთარ არენაზე 3:1 დაამარცხა.

გოლის გატანა მოახერხა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზე ნამდვილი შედევრი შემოგვთავაზა და პარიზელები წინ გაიყვანა.

პსჟ-ს რიგებიდან გოლები დუემ, კვარამ და მენდეშმა გაიტანეს.

კვარაცხელია სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია და 10-დან 8.7 ქულა დაუწერა. აღნიშნული მაჩვენებელი კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

გუნდების განმეორებითი მატჩი მომდევნო სამშაბათს გაიმართება.

Post Views: 3

სრულად წაკითხვა