ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ნიკოლო შირა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
პარიზულ კლუბს ქართველი შემტევის ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდება.
მისი ინფორმაციით, ნაპოლისა და პსჟ-ს წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ.
შირას ცნობით, ხვიჩა 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით, ანაზღაურების სახით კი წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც “საჩუქრის სახით” კიდევ 2 მილიონი ევროს ბონუსები დაემტება.
Post Views: 2