გიორგი გაგუამ საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე ხორვატულ ისტრას დატოვებს.
მისივე თქმით, მომდევნო გაჩერება კვიპროსული აელი იქნება, რაზეც გაგუა ასეთ კომენტარს აკეთებს:
კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მართალია, საკითხი უკვე თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა აელ-თან კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია და შეკრებაზე ისევ ისტრასთან ერთად ვიმყოფები.
- თქვა გაგუამ.
ცნობისთვის, იქამდე ისიც კი იწერებოდა, რომ გაგუას მალაგაში უნდა ეთამაშა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა.