“კვლავ სამარცხვინო ამბავი მომხდარა: გუშინდელ ბანერების დახევის იდიოტიზმს დღევანდელი იდიოტიზმით უპასუხეს ბანერდახეულებმა” – ნიკა გვარამია

5 hours ago 3

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

მართალი ვთქვა, გუშინ არ შევსწრებივარ და ახლახან გავიგე სოცქსელებიდან სააკაშვილის პლაკატის გამო კონფლიქტის შესახებ.

ბევრს არ დავწერ, ჩემი პოზიცია მიშას უპირობო პოლიტპატიმრობაზე ისედაც ყველასთვის ცნობილია.

მხოლოდ ერთს ვიტყვი: მიშას მომხრეების დევნას, ქოცობის გარდა, არაფერი სხვა არ ქვია. სულ რომ ბიძინას გადახაზული ფოტოთი დადიოდე, მაინც ქოცი ხარ, თუ ისედაც წლების განმავლობაში დევნილ ხალხს, საკუთარი აზრის გამოხატვას უკრძალავ, თან, ლამის, ძალადობის გამოყენებით.

ეს არც ევროპაა, არც ევროპული ფასეულობები და არც ევროპის დღის ზეიმზე არაა მოძალადე და სხვების პოზიციის აუტანლობით დაავადებული ხალხის ადგილი.

კვლავ სამარცხვინო ამბავი მომხდარა: გუშინდელ ბანერების დახევის იდიოტიზმს დღევანდელი იდიოტიზმით უპასუხეს ბანერდახეულებმა.

უპასუხისმგებლო და არასერიოზული ამბავია, და ძალიან სამწუხარო. მით უფრო, იმ ფონზე, რომ ყველას ერთად სამშობლოს დაგვახევენ (ორივე მნიშვნელობით) ქოცები.

სრულად წაკითხვა