გერმანელმა სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ყვავებს გეომეტრიული ფიგურების გარჩევა შეუძლიათ. კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
სწორი პასუხის შემთხვევაში მკვლევრები მათ გემრიელი საკვებით უმასპინძლდებოდნენ. შეცდომის შემთხვევაში კი ვიზუალური და ხმოვანი სიგნალი ირთვებოდა. კვლევის პროცესში სპეციალისტები ამოცანებს ართულებდნენ, თუმცა ყვავებმა დროთა განმავლობაში ფიგურების ამოცნობა შეძლეს.
ნეირობიოლოგის მატიას საბლე-მეიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნებსა და ადამიანებს შორის მეტი გენეტიკური მსგავსებაა, მათ ყვავებისგან განსხვავებით ამ ამოცანას თავი ვერ გაართვეს. მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ ყვავებზე მუშაობას მათ უფრო ნაკლები დრო დაუთმეს, ვიდრე მაიმუნებზე.
კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ საბაზისო გეომეტრიული თვისებების ინტუიციური აღქმა მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება არაა. მეცნიერების აზრით, ეს ბიოლოგიური თვალსაზრისით სავსებით გასაგებია, რადგან ასეთი თვისება გადარჩენისათვის და გამრავლებისთვისაა საჭირო.