„კი ევროპას“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მარშით პარლამენტისკენ მიდიან

2 weeks ago 11

„კი ევროპას“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან.

როგორც საპროტესტო აქციის წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა, აქციის მონაწილეები პარლამენტს ჯაჭვს შემოაკრავენ.

რატი ამაღლობელის თქმით, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნონ რუსული კანონის მეორე პლენარული მოსმენა.

პარლამენტმა უმრავლესობის მხარდაჭერით რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ხვალ, 29 აპრილს დილის 9 საათზე რუსული კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ამავე დღეს საღამოს კი „ქართული ოცნება“ პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას გამართავს.

რაც შეეხება რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს, გარდა დღევანდელი დღისა, აქცია გაიმართება ხვალ, 29 აპრილს ვაკის პარკში და ზეგ, 30 აპრილს, პარლამენტთან.

სრულად წაკითხვა