„კიბერთავდასხმის“ გამო სტუდია მონიტორის „ფეისბუქის“ გვერდი დროებით გაითიშა

1 hour ago 3
Studio Monitori's logo; Photo: Monitori/Facebook

თბილისში დაფუძნებული საგამოძიებო ჟურნალისტური გამოცემის, სტუდია „მონიტორის“ „ფეისბუქის“ გვერდი 3 აგვისტოს დილით დროებით გაითიშა და რამდენიმე საათის შემდეგ, საღამოს 8 საათზე აღდგა.

გამოცემის თანახმად, მის გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ბოლო თვეებში არაერთ მსგავს მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომელთა მიზანიც „მონიტორის“  საგამოძიებო რეპორტაჟების და მისი სოციალური მედიის გვერდებისა და არხების, მათ შორის „ფეისბუქის“, YouTube-ისა და TikTok-ის, დაბლოკვა იყო.

„მონიტორის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული კიბერთავდასხმების სერია დაახლოებით ერთი თვეა“, – განუცხადა „მონიტორის“ ჟურნალისტმა მარი დუდუნიამ „პუბლიკას“ 3 აგვისტოს.  მისი თქმით, ჟურნალისტებმა არაერთხელ მიიღეს ე.წ. ფიშინგის იმეილები და რომ გამოცემის საგამოძიებო და სოციალური მედიაარხები კოორდინირებული კამპანიების სამიზნე გახდა, რომელთა მიზანიც მათი დაბლოკვა იყო.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა