ზაფხულის სიცხე ორგანიზმზე დამატებით ზეწოლას ახდენს, რის შედეგადაც ზოგიერთი სიმპტომი უფრო შესამჩნევი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ყოველთვის არ ნიშნავს კიბოს, მათი დროული შემჩნევა და შეფასება მნიშვნელოვანია.
ძლიერი დაღლილობა და სისუსტე
სიცხე თავისთავად ამცირებს ენერგიას, მაგრამ თუ გადაღლილობა გადაჭარბებულია და მუდმივია — კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საწყისი სიმპტომია.
მაღალი ტემპერატურა
თუ სიცხეში ტემპერატურა სტაბილურად მაღალია (37.5–38.5°C-მდე) და არ უკავშირდება ინფექციას, შესაძლოა იმუნურ სისტემაზე ზემოქმედების მანიშნებელი იყოს (ლეიკემია, ლიმფომა და სხვა).
გადაჭარბებული ოფლიანობა – განსაკუთრებით ღამით
ლიმფომის და ლეიკემიის გავრცელებული სიმპტომია. სიცხეში ჩვეულებრივ ოფლიანობა მატულობს, მაგრამ ღამით გახშირებული ოფლიანობა განსაკუთრებულად საეჭვოა.
წონაში კლება
სიცხეში მადის დაქვეითება ბუნებრივია, თუმცა უეცარი და მკვეთრი წონის კლების (5–10 კგ 1-2 თვეში) შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
დასიება ლიმფური კვანძების არეში
კისერი, იღლიები, საზარდული — დაჭიმულობა და უსიამოვნო შეგრძნება ტკივილის გარეშე. სიცხემ შეიძლება შეშუპება უფრო შესამჩნევი გახადოს.
მუცლის შებერილობა და დისკომფორტი
სიცხე ზოგადად ამძაფრებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზეწოლას, თუმცა მუდმივი შებერილობა საკვერცხის ან კუჭ-ნაწლავის კიბოს საწყისი სიმპტომია.
კანის ცვლილებები და უცნაური ლაქები
თუ შენიშნავ: მუქ, ასიმეტრიულ ლაქას ან ხალზე ცვლილებას შეხებით მტკივნეულ/მკვრივ წარმონაქმნს მიმართეთ ექიმს.
Post Views: 277