ლივერპულის 33 წლის მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა ადგილობრივ მედიასთან კომენტარში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"მიყვარს ეს კლუბი და მასაც ვუყვარვარ, მიყვარს მისი გულშემატკივრები და ქომაგებსაც ვუყვარვარ. ვფიქრობ, კიდევ 3-4 წელი უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია, ვნახოთ რა იქნება..", - განაცხადა ვან დაიკმა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში ვან დაიკმა თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიდერლანდელი მცველსა და ლივერპულს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება.