WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სასამართლო განხილვიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ყოფელი სახელისუფლებო პარტია „ქართულ ოცნებას“ შეკითხვებს უსვამდა.

„ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა სიტყვა. ის მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე. გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ზაზა“, - თქვა რევაზ ნადარაიამ.

ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, „ლოგიკური გადაწყვეტილება“ მიიღო სასამართლომ, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ „ერთ მხარედ“ გამოდიან.

„ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაჭარბებაა. ეს უკვე არაფერში არ ჯდება“, - თქვა მოსამართლე ნადარიამ.

გაძევებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბიბილაშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მტკიცებულების (დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის) სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა:

„ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება, რომ ხუთი მაგალითის ნიმუშზე ვაჩვენოთ, რომ ეს დასკვნა არის „ასავალ-დასავალის“ რედაქციაში დასაბეჭდად მიტანილი მადლობის წერილი“.

ბიბილაშვილის ნათქვამი „ქართულმა ოცნებამ“ გააპროტესტა.

„ითვისებენ სასამართლოს ფუნქციას!..“ - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა, მოსამართლე ნადარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ „სასამართლოს უმყარდება ეჭვი, რომ საქმე გაჭიანურებისკენ მიდის“.

„ბატონი ზაზა ვერ გამოვიდა იქედან, რომ საზოგადოებას მიმართოს. მაშინ გადაგიწყვიტოთ ეს საქმე საზოგადოებამ“, - უთხრა ნადარიამ ბიბილაშვილს.

მასალა განახლდება