პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
კიდევ რაღა უნდა დამართნოდა ბ-ნ ირაკლი კობახიძეს?!
კიდევ როგორ უნდა შეერცხვინა თავი, შეერცხვინა ქვეყანა?!
კიდევ რაზე უნდა წამოგებულიყო?!
დილას ამ საწყალმა უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა მადლობა გადაუხადა იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს, რადგან თითქოს მათ მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
დღის ბოლოს რიგში ჩადგნენ რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის ოფიციალური უწყებები და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვეს:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მატყუარაა, ცრუპენტელაა !!! საქართველოს პირველმა მინისტრმა მოიტყუა, იცრუა!!!
P.S. არა, მგონი, რუმინეთი, ესპანეთი, იტალია, მათი დიპლომატები იტყუებიან, ყველანი ერთად, შეთანხმებულად, ვერაგი პროვოკატორი ბაიდენის კარნახით, ხოლო დიუსელდორფის უნივერსიტეტის მაგისტრ-დოქტორი, ბრწყინვალე იურისტი მართალია!