"მოსკოვი ამას განზრახ აკეთებს, ის იქცევა აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ", - წერს მინისტრი პლატფორმაზე X, მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ ბოლო კვირებში მეორე დარტყმა განხორციელდა აზერბაიჯანის კომპანია SOCAR-ის ობიექტებზე.
"ეს კიდევ ერთხელ მოწმობს რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი დონის თანამშრომლობა უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის, ასევე მსგავს თავდასხმებზე შესაბამისი დიპლომატიური და იურიდიული რეაგირების საჭიროებას", - წერს სიბიჰა.
18 აგვისტოს, ღამით რუსეთის ჯარებმა ოდესის რეგიონში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის ნავთობის საწყობს დრონებით შეუტიეს. ინფორმაცია გაავრცელეს სახელმწიფო სააგენტო APA-მ და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა გამოცემა Minval-მა.
APA-ს ცნობით, ეს იყო თავდასხმების სერია, რის შედეგადაც ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა საწვავის 17 ავზი, სატუმბი სადგურის შენობა, ტექნიკური და საოპერატორო ოთახები, ასევე აწონის წერტილები. Minval წერს, რომ დაზიანდა ყველა ავზი, ასევე განადგურდა ობიექტის ღობე.
ნავთობის საწყობის საერთო მოცულობა 16 000 მ³-ს აჭარბებს. ამჟამად მიმდინარეობს ზიანის შეფასება და აღდგენითი სამუშაოები. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.