WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ძალებმა ხუთშაბათს გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, — განაცხადა მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამზე“.

„დედაქალაქში აფეთქებებია. ქალაქზე სარაკეტო იერიშია, თავშესაფარი მოძებნეთ!“- წერს კიევის მერი.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში საწყობების შენობები დაიწვა. ხანძარი გაჩნდა. „სასწრაფო დახმარების სამსახურები შემთხვევის ადგილზე მიემართებიან“, - დაწერა მან.

კიევზე თავდასხმის ცნობას ავრცელებს ასევე Reuters-ის სააგენტო თვითმხილველებზე დაყრდნობით, რომლებიც ქალაქში აფეთქებების ხმების შესახებ იუწყებიან.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, 29 ოქტომბერს რუსული რეაქტიული დრონით დარტყმა იყო სადგურის პლატფორმაზე, სადაც დნიპრო-ზაპოროჟიეს სამგზავრო მატარებელი იყო გაჩერებული.
უკრაინის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ცნობით, დაჭრილია სულ მცირე 13 ადამიანი. დაჭრილთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის 11 წლის ბიჭია.