უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის შედეგად. რუსეთის ჯარებმა კიევს რაკეტებით დაარტყეს 26 ოქტომბერს გვიან საღამოს და 26-დან 27 ოქტომბრის ღამით.
ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და 14 დაშავებულის შესახებ, 27 ოქტომბერს დილით ადრე სოციალური ქსელებით გაავრცელა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
დაშავებულთა უმრავლესობა კიევის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მობინადრეა. ამ შენობის გარდა კიევში დაზიანებულია სახლები, ორი სამედიცინო დაწესებულება და ადმინისტრაციული შენობა.
კიევის სამხრეთის ხიდზე, სადაც საავტომობილო გზის გარდა მეტროს ხაზიც გადის, დაზიანებულია მეტროს ინფრასტრუქტურა. ხიდი დროებით დაიკეტა ავტოტრანსპორტისთვისაც.
- 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა რამდენჯერმე დაარტყეს კიევის სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებს, რომლებზეც სამოქალაქო ავტოტრანსპორტის გადააგილებისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტები გადის.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამ ხიდებს უკრაინის არმიისთვის ტვირთების მისაწოდებლად იყენებენ.
radiotavisupleba ახალი ამბები