სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, რომელსაც რუსეთის ჯარებმა რაკეტებით დაარტყეს. შეტევა 23-დან 24 სექტემბრის ღამით დაიწყო.
პირველი ცნობები მსხვერპლის და სხვა შედეგების შესახებ გამთენიისას გამოქვეყნდა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე.
კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის დნეპრის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი. პოდოლსკის რაიონში დაზიანებულია სამშობიარო სახლის და დიაგნოსტიკური ცენტრის შენობები.
ორი დაღუპულიდან ერთი სამშობიარო სახლთან მდებარე ავტოსადგომზე იმყოფებოდა.
ერთი დღით ადრე, 23 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა კიევზე რამდენიმე ტალღად მიიტანეს შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით. დაიღუპა 2 და დაშავდა 45 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონებით დარტყმა იყო ავტოგასამართ სადგურებზე, სატრანსპორტო საწარმოზე, საწყობებზე და ბიზნეს-ცენტრზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს დრონების წარმოებისთვის საჭირო მასალების საწყობს და დრონების მაკომპლექტებლების მწარმოებელ საწარმოს.
radiotavisupleba ახალი ამბები