15 ივლისს, როცა უკრაინა სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს, კიევში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები.
ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და მონაწილეობას მიიღებენ უკრაინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მეხუთე სამიტში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას ინფორმაციით, სამიტზე დაადასტურებენ პარტნიორობას და თანამშრომლობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და განიხილავენ ერთობლივ მოქმედებას ევროპისა და მისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით. კიევამდე სამიტები გაიმართა ათენში, ტირანაში, დუბროვნიკსა და ოდესაში.
კიევში იმყოფებიან მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის და ალბანეთის პრეზიდენტები, ხორვატიის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები და მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომის დაწყების შემდეგ კიევში მისი მეთერთმეტე ვიზიტი ემთხვევა განსაკუთრებულ მომენტს, როცა უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი შეიძინა და სიტუაცია იცვლება.
ევრკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, კიევში ვიზიტისას გამოაცხადებს ახალ ინიციატივებს ევროკავშირისა და უკრაინის სამხედრო მრეწველობის ინტეგრაციის მიზნით.

1 week ago
30







English (US) ·
Georgian (GE) ·