როგორც იტალიურმა La Repubblica-მ დაწერა, ანტონიო კონტე ფედერიკო კიეზას ტრანსფერს მიესალმება, რომელსაც ლივერპულში თითქმის არც უთამაშია.
იტალიელი ფეხბურთელი ინგლისში სეზონის სტარტზე გადავიდა. ლივერპულმა იუვეს მის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ტრავმების გამო ფედერიკოს პრემიერ ლიგაში მხოლოდ 1 თამაში აქვს ჩატარებული.
მიუხედავად ცუდი ფიზიკური ფორმისა, ნაპოლიში სჯერათ, რომ კიეზას სიტუაციის შემოტრიალება შეუძლია. გარდა ამისა, მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ანტონიო კონტეს, რომელსაც ძველი შეგირდის გაწვრთნა კვლავ სურს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მასზე მეტის თქმა კონტრაქტის თემის გადახედვის შემდეგ შეგვეძლება. თუ კვარამ ნაპოლისთან ხელშეკრულება შესაბამისი პირობებით ვერ გაახანგრძლივა, მაშინ ქართველი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს, ყველაზე ხშირად კი კვარაცხელიას ბარსელონას და პარი სენ-ჟერმენს უკავშირებენ.