კით კელოგი - ტრამპმა თადარიგის გენერალი უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაასახელა

3 weeks ago 12

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალი კით კელოგი უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად შეარჩია.

კელოგი ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგში მყოფი გენერალ-ლეიტენანტია, რომელიც დიდი ხანია დონალდ ტრამპის მრჩეველია თავდაცვის საკითხებში, წინა ადმინისტრაციაში კი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო უშიშროების საკითხებში.

მისი წარდგენის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმაზე - Truth Social გააკეთა.

"ის ჩემს გვერდით იყო სულ თავიდანვე. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ მშვიდობას ძალის მეშვეობით, და ამერიკასა და მსოფლიოს ისევ უსაფრთხოს გავხდით", - თქვა მან.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ამერიკის მთავრობის მიერ უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის დახმარების გამოყოფა. ის ამბობდა, რომ ომს არჩევიდან 24 საათში, თეთრ სახლში გადასვლამდეც დაასრულებდა.

"ამერიკა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკის ინსტიტუტი" ერთ-ერთია იმ ჯგუფებს შორის, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ შეიქმნა და ახალი რესპუბლიკური ადმინისტრაციისთვის ერთგვარი სამუშაო გეგმა შექმნა. კელოგი აპრილში ამ ინსტიტუტისთვის წერდა, რომ "რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება საჭიროებს ძლიერ, "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ლიდერობას, რათა მიღწეული იყოს სამშვიდობო შეთანხმება და ორ მოწინააღმდეგე მეომარ მხარეს შორის მტრული მოქმედებების დაუყოვნებლივი დასრულება".

სრულად წაკითხვა