,,ვიზიარებ მწუხარებას ყველასას, გული მტკივა ყველაფერზე – ჩემი შვილი არც მკვლელია და არც ტერორისტი […]
არანაირი გამათბობელი არ მეყენა სახლში, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა.
ცენტრალური გათბობის ჩართვას ჩემი ბიჭი არც ცდილობდა, გაზქურაზე საჭმელს აკეთებდა ხოლმე და ისეთი გაზქურა იყო, ცეცხლი თუ არ უკიდია, კეტავს გაზს.
მაქვს რაღაც კითხვები – გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ოთახში, რანაირად? ეს მაინტერესებს. შს მინისტრი გამოვიდა და აწვებოდა იმას, რომ გამათბობელიო, მაგრამ არ გვქონია. გაზქურა ღია რომც დაეტოვებინა, გაზს კეტავს. […]
მით უფრო შემოწმებული გვქონდა, არ არსებობს, არანაირი დარღვევა არ გვქონდა. ცუდი ლაპარაკები მიდის, იგივე დაზარალებულია“, – თქვა ,,ფორმულასთან” 31 წლის ილია ისაევის მამამ, ემზარ ისაევმა 19 ნოემბერს ფონიჭალაში კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე.
pozitivi.ge