კიტეიშვილი ახალ გუნდში - სად გააგრძელებს კარიერას ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი

1 month ago 9

ცნობილმა გამოცემა "Krozen Zeitung"-მა საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველზე, ოთარ კიტეიშვილზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. 

წყაროს ინფორმაციით, გუნდიდან შესაძლო წასვლის ფეხბურთელთა სიაში ქართველი მოთამაშეც იმყოფება. 

"გუნდის საკვანძო მოთამაშეების შესაძლო წასვლაზე საუბრები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის ბუნდესლიგის პირველი და მეორე ლიგის კლუბები შტურმის ლიდერების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. 

"მათ შორის იმყოდება ოთარ კიტეიშვილი. ქართველი ნახევარმცველის მიმართ გერმანული და ასევე სხვადასხვა ქვეყნების კლუბები ინტერესდებიან. 

"მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შტურმს კონკრეტული შეთავაზება ამ მომენტისთვის არ მიუღია", - წერს ავსტრიული გამოცემა

სრულად წაკითხვა