Irakli Kobakhidze and Peter Magyar during the reception commemorating Hungarian revolution anniversary, October 23, 2026. Photo: Government of Georgia„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 23 ოქტომბერს ბუდაპეშტს ესტუმრა, სადაც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ფოტოებში კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიართან და სხვა ევროპელ ლიდერებთან და ოფიციალური პირებთან ერთად ჩანს.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები და დელეგაციები. მედიის ინფორმაციით, მიწვევის მიუხედავად, ევროპული ქვეყნების ბევრი ლიდერი ღონისძიებებს არ დაესწრო.
საქართველოს მთავრობის პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე გალა კონცერტსა და მადიარის მასპინძლობით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრობის დროს უნგრეთი ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობის უახლოესი ევროპელი პარტნიორი იყო, ქვეყნის ტრადიციული დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაციის ფონზე.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მადიარმა საქართველოსთან „კარგი ურთიერთობების“ გაგრძელების პირობა დადო.
This post is also available in:
Read Next
23/10/2026 - 17:00
ბოჭორიშვილმა ბათუმში ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა
21/10/2026 - 16:17
გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა
17/10/2026 - 17:20
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი დაესწრო
17/10/2026 - 13:30
ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა
13/10/2026 - 12:54
ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
12/10/2026 - 19:35
civil ახალი ამბები