საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

bm.ge-ის ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურში დაუდასტურეს

“რაც პრემიერია, ასეთი ფორმატის შეხვედრა ბიზნესთან არ ყოფილა და ახლა დაიგეგმა”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც შეხვედრაზე რუსული კანონის მხარდაჭერას აიძულებენ.