ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო. თუკი რაიმე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან. მე მახსოვს 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვების შინაარსი და უსამართლობის ხარისხი. არაფრით განსხვავდება სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტი ამ ყველაფრისგან. იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში, გაჯანსაღების პროცესი და ცვლილებები შეეხება ევროპარლამენტს.
ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპარლამენტში.
თქვა ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.